დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - ივრითულენოვანი
|
მომწოდებელი:
ნექსთი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
დეველოპერული კომპანია "ნექსთი" ეძებს ივრითულად მოსაუბრე გაყიდვების მენეჯერს.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ენები: სავალდებულოა ივრითული და ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენს შესახებ:
"ნექსთი" არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე, ხარისხიან და ინოვაციურ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ჩვენი გუნდის მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი დონის სერვისი და გამორჩეული გამოცდილება უძრავი ქონების ბაზარზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქტის (უძრავი ქონების პროექტების) ეფექტური პრეზენტაცია და გაყიდვა ივრითულენოვან კლიენტებთან;
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების ანალიზი;
** გაყიდვების პროცესის მართვა პირველადი კონტაქტიდან კონტრაქტის გაფორმებამდე;
** მომხმარებლისთვის შესაბამისი შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ორიენტაცია.
მოთხოვნები:
** ივრითული ენის ფლობა (საუბარი და წერა) - სავალდებულოა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია ქართული ენის ფლობა);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (უძრავი ქონება უპირატესობად ჩაითვლება);
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარები;
** მაღალი მოტივაცია, კომუნიკაბელურობა და მიზანმიმართული მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** სტაბილური ანაზღაურება + ბონუსური სისტემა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** თანამედროვე ოფისი თბილისის პრესტიჟულ ლოკაციაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ივრითულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: a.parjanadze@nextgroup.ge
საგანში მიუთითეთ: "Sales Manager - Hebrew".
|
|
|
|