Робота для біженців з України
წარმოების მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მტვირთავი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს წარმოების მტვირთავის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა), რძის პროდუქტების წარმოების ქარხანა
დასაქმების ტიპი: დროებითი (3 თვე)

ძირითადი მოვალეობები:

** ცალკეული შეფუთული პროდუქციის, მათი სახეობის შესაბამისად ყუთებით პალეტზე დალაგება;
** პალეტის გადაადგილება შუალედურ საწყობში/თერმოკამერაში;
** სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაში შენახვა.
** დაფასოების უბანზე გენერალურ დალაგებებსა და სანიტარულ დღეებში მონაწილეობის მიღება.
** ცვლებში მუშაობა (დღის და ღამის)

კანდიდატის პროფილი:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა

რას გთავაზობთ?

** კონკურენტული ანაზღაურება - 1250 ლარი
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე