Робота для біженців з України
CNC დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CNC დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მის საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

ფაბრიკონი თავის გუნდში ეძებს კანდიდატს CNC დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე

შესასრულებელი სამუშაო:

** მეტალის საღუნი დანადგარის ოპერირება,
** ნახაზებისა და ინსტრუქციების მიხედვით სხვადასხვა სისქის მეტალის დეტალების სწორად და ეფექტურად ღუნვა,
** დანადგარის გამართულად მუშაობისთვის, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და რეკომენდაციების შესრულება, მოვლა-პატრონობა,
** საბოლოო პროდუქტის მზადების პროცესში ხარისხის კონტროლი;

სამუშაო უნარ ჩვევები:

** მეტალის საღუნ დანადგართან მუშაობის გამოცდილება,
** საჭიროა კარგი არითმეტიკული უნარების ფლობა,
** ნახაზების კითხვა, სასურველია დამაკმაყოფილებელ დონეზე,
** სასურველია QCAD პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება,
** CNC ოპერატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე,
** პუნქტუალური,
** დისციპლინირებული,
** სწრაფი,
** კეთილსინდისიერი,
** ხელმარჯვე,
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;

ჩვენს რას გთავაზობთ:

** მეგობრული გუნდი,
** კონკურენტული ანაზღაურება,
** კვება,
** განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო,

ადმინისტრაციული დეტალები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 09:00-18:00 (შესვენება 14:00-15:00)
** მდებარეობა: ქ. თბილისი, რუსუდან ჩხეტიანის N16

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ,

** გამოაგზავნეთ თქვენი CV. hr@gardis.ge
** დაგვირეკეთ მობ 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე