Робота для біженців з України
სპეციალისტი პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის ჯგუფში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალისტი პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის ჯგუფში
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის ჯგუფში - სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: მედეა (მზია) ჯუღელის #10
გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი - 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 1500 ლარი net

სამუშაოს მიზანი:

** პრობლემურ მომხმარებელთან კომუნიკაცია და შემთხვევების მართვა. (საჭიროების შემთხვევაში პირისპირ შეხვედრა).
** კომპანიაში მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული წერილობითი განცხადებებზე მომხმარებლისთვის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** მომხმარებლისთვის ბილინგთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანი ახსნა/განმარტება.

ძირითადი მოვალეობები:

** ონლაინ ჩათის მეშვეობით (web საიტი; Facebook.com და ა.შ.) დაფიქსირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მიღებული ინფორმაციის ERP სისტემაში დაფიქსირება;
** დატოვებული ელექტრონული შეტყობინების შემთხვევაში მომხმარებელთან უკუკავშირის განხორციელება (ინფორმაციის მიღება/დაფიქსირება პროგრამაში და შესაბამის სამსახურზე);
** წყლის მიწოდების შეფერხების/აღდგენის შესახებ ინფორმაციის განთავსება კომპანიის ელექტრონულ სივრცეში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ERP პროგრამაში მუშობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე