Робота для біженців з України
სტაჟირება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის კონსულტანტი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"BDO" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის კონსულტანტის პოზიციაზე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების განყოფილებაში.

"BDO Georgia" არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების ოფისის მისიაა BDO-ს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების შექმნის გზით, რაც უზრუნველყოფს ეფექტიანობას, მონაცემთა უსაფრთხოებასა და თანამშრომლობის გამარტივებას.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: ანაზღაურებადი სტაჟირება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის კონსულტანტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30.07.2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე