Робота для біженців з України
იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ოთნიელი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
იურიდიული კომპანია შპს "ოთნიელ" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
** უფასო სამედიცინო დაზღვევა;
** ანაზღაურებადი მივლინებები;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

მოვალეობები:

** სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტაციის (მათ შორის: წესდებები, დებულებები, შიდა რეგლამენტები, ხელშეკრულებები, ოფიციალური წერილები და სხვ.) მომზადება, რედაქტირება და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის — მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების — მომზადება;
** იურიდიული დასკვნების, ანალიზებისა და გზამკვლევების მომზადება კომპანიის შიდა საჭიროებების მიხედვით;
** სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა და არსებული მომსახურებების გაცნობა/წარდგენა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება;
** კომპანიის შიდა დოკუმენტბრუნვის წარმოება, შენახვა, დაარქივება;
** სხვა სამართლებრივ მოვალეობათა შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების მიხედვით;
** ადვოკატებთან კომუნიკაცია კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო/სისხლის/ადმინისტრაციული) განცხადების, სარჩელის, საჩივრისა და საქმის წარმოების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი);
** უცხო ენების სრულყოფილი ცოდნა საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი - ინგლისური, რუსული;
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@othniel.ge subject-ში კი მიუთითონ - " იურისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე