დასახელება:
უსაფრთხოების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
Wilbour Holding
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "Wilbour Holding" ახორციელებს.
ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.
სასტუმროსა და რესტორნის გუნდი ამჟამად ყალიბდება და ვეძებთ ახალ წევრებს, უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული; 12-საათიანი ცვლა, სამ დღეში ერთხელ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს/რესტორნის სტუმრებსა და თანამშრომლებთან
** სასტუმროს/რესტორნის ფიზიკური შემოვლა, ხარვეზების დაფიქსირება და სათანადო რეაგირება, სივრცეების მეთვალყურეობა
** სასტუმროს/რესტორნის შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა თანამშრომელთა მიერ, დარღვევების იდენტიფიცირება და ინფორმაციის გადაცემა უშუალო ხელმძღვანელთან
** სასტუმროს/რესტორნის (მათ შორის ინვენტარის), თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, შიდა რეგულაციების შესაბამისად
** ვიდეომონიტორინგის კონტროლი, სასტუმროს/რესტორნის შინაგანაწესის შესაბამისად
** სტუმრების განთავსება/გაცილება და მასპინძლობა; სასტუმროს ჯავშნების მიღება საჭიროებისამებრ
** სტუმართა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირება სასტუმროს ოთახების, ტარიფებისა და ობიექტზე არსებული სერვისების შესახებ
** ეფექტური თანამშრომლობა სასტუმროს/რესტორნის დეპარტამენტებთან, ანგარიშების/რეპორტების მომზადება უსაფრთხოებისა და მიმღების კუთხით, ცვლის გადაბარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კარგი საკომუნიკაციო უნარები
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|