Робота для біженців з України
ვიზუალური მერჩენდაიზერი - Mango, East Point
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი - Mango, East Point
მომწოდებელი: Cenomi Retail Georgia
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

პოზიციის დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი - Mango, East Point.

ანაზღაურება: 1300 + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის განლაგების დაგეგმვა და კოორდინირება.
** მაღაზიის ვიზუალურ მხარეზე მუშაობა, გაყიდვებზე დაყრდნობით.
** კომერციული რეპორტების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარები:

** კრეატიულობა
** დღის დაგეგმვა პრიორიტეტების მიხედვით
** დროის მენეჯმენტი
** ტრენინგის ჩატარების უნარ-ჩვევები
** ღია კომუნიკაცია
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mango.eastpoint@cenomi.com

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი - Mango.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე