Робота для біженців з України
სივრცის მომსახურების თანამშრომელი - ორბეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სივრცის მომსახურების თანამშრომელი
მომწოდებელი: ორბეთის მწვანე სივრცე
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
მულტიფუნქციური ღია სივრცე, რომელიც მასპინძლობს თიმბილდინგებს, სკოლის ექსკურსიებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს გართობისა და დასვენებისთვის.

ორბეთის მწვანე სივრცე აცხადებს ვაკანსიას სივრცის მომსახურების თანამშრომლის პოზიციაზე.

Orbeti green space (https://www.facebook.com/OrbetiGreenSpace)

სამუშაო ადგილი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ორბეთი
სამუშაო გრაფიკი: სეზონური 12:00-20:00/22:00 (თვეში 10/15 დღე)

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** სივრცეში დადგმული დეკორაციებისა და ინვენტარის თავის ადგილზე დაბრუნება ღონისძიებამდე და მის შემდეგ.
** ლეიბების განთავსება სკამებსა და საზურგეებზე
** მაგიდებისა და საერთო გამოყენების ზედაპირების გადამოწმება და სისუფთავის უზრუნველყოფა
** დღის განმავლობაში ტერიტორიაზე დაყრილი ნარჩენების შეგროვება
** სტაფისთვის მარტივი ან ნახევრად მზა საკვების გამზადება და მოსუფთავება
** კომპანიის სივრცის ორგანიზებულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული და ორგანიზებული მუშაობის სტილი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
** ენერგიული და ინიციატივიანი
** დამოუკიდებლად მოქმედების უნარი არასტანდარტულ სიტუაციებში

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ და ბუნებრივ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა
** სასიამოვნო და მხარდამჭერი გუნდი
** კვება და ტრანსპორტირება

ანაზღაურება: განიხილება გამოცდილების მიხედვით

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: orbetigreenspace@gmail.com

გათვალისწინებული იქნება მცირე სამოტივაციო წერილიც.

შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე