დასახელება:
უმცროსი საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Hazet Georgia
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
188 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი "Hazet Georgia" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ასევე პრეტენდენტი იქნება დატრენინგებული გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** პირველადი დოკუმენტებისა სისწორის შემოწმება და პროგრამული ასახვა საოფისე პროგრამებში.
** ინვოისებისა და კონტრაქტების შაბლონების გადაგზავნა, დასკანერება, დაარქივება.
** ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებში უფროსი საოპერაციო მენეჯერის მიერ გაცემული სხვა თასქების შესრულება (სასტუმროს ნომრის დაჯავშნა, საოფისე ინვენტარის შეკვეთა და ა.შ)
რას ვითხოვთ:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას სამომხმარებლო დონეზე (განსაკუთრებით MS Excel)
** მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას
** ანალიტიკური აზროვნებას
** დეტალებზე ორიენტირებულობას
** პასუხისმგებლობის გრძნობას
** გუნდური მუშაობის უნარს
** და რაც მთავარია, სიზუსტე
რას გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო ლოკაცია - ქ.თბილისი, დიღომი
ანაზღაურება - პირველი თვე გამოსაცდელი პერიოდი - 900 ლარი, შტატში აყვანის შემდგომ - 1200 ლარი ზრდის პერსპექტივით გამომდინარე შესრულებული საქმისა და კომპეტენციიდან.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: hazetgeorgia@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|