დასახელება:
ინფრასტრუქტურული პროექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად "თეგეტა მოტორსის" გუნდში ინფრასტრუქტურული პროექტის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** პროექტების სამოქმედო გეგმების შედგენა;
** პროექტის ფარგლებში, მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** პროექტების გუნდისა და რესურსის ფორმირება/მართვა;
** პროექტის სხვადასხვა სამუშაოების და მათი შესრულების ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** პროექტებში მონაწილე მხარეებთან კომუნიკაციის წარმოება;
** კომპანიისთვის განვითარების პროექტების ინიცირება და კოორდინირება;
** კომპანიაში სხვადასხვა პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი კონტროლი;
** არქიტექტურული პროექტების შესწავლა;
** ბიუჯეტის მართვა და კონტროლი;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ანალიტიკის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო პროექტების მიმართულებით 3-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1857
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|