დასახელება:
ადმინისტრაციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მრჩეველი
|
გამოქვეყნდა: 15 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.
"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია - თბილისი, ესმა ონიანის 10.
სამუშაო განრიგი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება - შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით).
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფილიალების სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესის ორგანიზება და მათი განხორციელების კონტროლი;
** ფილიალების ადმინისტრირება (მატერიალურ - ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა);
** ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა, მიღება/გაგზავნა;
** ოფისის გამართული მუშაობის ხელშეწყობა და კონტროლი;
** კომპანიის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევის პროცესის მართვა;
** ფილიალების ტექნიკური გამართული მუშაობის მხარდაჭერა;
** კონტროლის ქვეშ არსებულ პროცესებთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების (ხელშეკრულება, ინვოისი, მიღება-ჩაბარება და ა.შ) წარმოება, აღრიცხვა და დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პროფესიული უნარ-ჩვევები
** გუნდურობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რას გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას
გიხდით დაინტერესებისათვის.
რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com
|
|
|
|