Робота для біженців з України
სკოლის უსაფრთხოების თანამშრომელი - დაბა კიკეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლის უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (დაბა კიკეთი) აცხადებს ვაკანსიას სკოლის უსაფრთხოების თანამშრომლის ვაკანსიაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლებლის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** ვიზიტორთა ნაკადის მონიტორინგი და რეგულირება;
** დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა, დისციპლინა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა დადგენილი განრიგის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: დაბა კიკეთი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kiketischool@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "უსაფრთხოების თანამშრომელი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 15 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 39 81 81.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების პროცედურებთან დაკავშირებით და არ გადაეცემა მესამე პირებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე