Робота для біженців з України
კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "არსენალი რეზიდენსი", "რუმიქს დეველოპმენტი" და სხვა) გუნდში ეძებს კონტაქტ ცენტრის ოპერატორს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

** ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან.
** პოტენციური კლიენტებისთვის დეველოპერული პროექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება.
** კლიენტების რეგისტრაცია CRM პროგრამაში
** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
** შემოსული მეილების მონიტორინგი / გადამისამართება შინაარსის მიხედვით
** გაყიდვების ოფისის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე