Робота для біженців з України
ჩინური ენის სასწავლო კურსები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩინური ენის სასწავლო კურსები
მომწოდებელი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" კონფუცის კლასი აცხადებს მიღებას ჩინური ენის სასწავლო კურსებზე. (HSK1, HSK2, HSK3, HSK4), თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლოთ ჩინური ენა საბაზისო დონეზე (ფონეტიკა, ლექსიკა, გრამატიკა).

სწავლების მეთოდები:

** თეორიული სწავლება (მოსმენა, საუბარი, წერა-კითხვა); სხვადასხვა საკლასო აქტივობები; ჯგუფური ინტერაქციები; ინტენსიური ლექციები;
** პრაქტიკული სწავლება (ჩინური კულტურისა და ტრადიციების გაცნობა)
** კურსი განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების
** მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ზრდასრულებისთვის, რომლებსაც აქვთ
** სურვილი შეისწავლონ ჩინური ენა და შეუძლიათ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია მინიმუმ B1 დონეზე.
** კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ გამოცდა (როგორც ზეპირი, ასევე, წერილობითი ფორმით), რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - 4 თვე
კვირაში შეხვედრების რაოდენობა - 3 დღე.
ერთი კურსის საფასური - 500 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აღნიშნულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1E7Cic9nAv1TdOjsnxaguvyBrF5PXHJuK5xOPvXTWAgI/edit?ts=686cfc0a

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 სექტემბერი

ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ: https://www.facebook.com/ConfuciusCue

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის კონფუცის კლასი, აკრედიტირებულია ჩინეთის განათლების სამინისტროს მიერ და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში 2020 წლიდან ფუნქციონირებს. კონფუცის კლასი

დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლას და ცნობიერების ამაღლებას ჩინეთის და ჩინური კულტურის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ევროპის ცენტრალურ უნვიერსიტეტში ქუთაისში წერეთლის 13 ნომერში ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 (431) 237979.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე