დასახელება:
ტექნიკური დეპარტამენტის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ჯევერს ქონსთრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 15 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას:
პოზიცია: ტექნიკური დეპარტამენტის ინჟინერი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ბათუმი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3. / ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. 50
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 - 16:00 (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 6 სამუშაო დღე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
** ნახაზების წაკითხვა და მოცულობების დათვლა;
** სამშენებლო მასალების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა და ხარისხის შემოწმება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა/დამუშავება, მათ შორის ფარულ სამუშაოთა წარმოების აქტების შედგენა, სამუშაოთა წარმოების პროექტის დამუშავება;
** შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების დათვლა;
** საშემსრულებლო ნახაზებისა და დოკუმენტაციის შედგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office და AutoCAD მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
** კონფიდენციალობის დაცვა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ტექნიკური დეპარტამენტის ინჟინერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
|
|
|
|