Робота для біженців з України
პერსონალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში.

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი

პერსონალური ასისტენტი სათანადო დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაზრდაში, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისების სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

მოვალეობები:

** ბენეფიციარის დახმარება თვითმოვლის პროცედურებში (კვება, ჩაცმა, დალაგება, ბანაობა), სახლიდან სკოლასა და თერაპიებზე წაყვანა, გასეირნება;
** ბავშვთან მომუშავე მულტიგუნდის მიერ მოწოდებული ცხრილების შევსება მულტიგუნდის ინსტრუქციების მიხედვით;
** ბავშვისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა;
** კრიზისული სიტუაციების განმუხტვა წინასწარ შეთანხმებული გეგმის საფუძველზე;
** ემოციური თვითრეგულაციის მხარდაჭერა;
** ოჯახის პატივისცემა.

შესარჩევი კადრების რაოდენობა: 2
სამუშაო დატვირთვა: სრული

ანაზღაურება:

** სამუშაო დღეებში - ერთი საათი -ხელზე ასაღები 6.5 ლარი
** არასამუშაო დღეებში - ერთი საათი -ხელზე ასაღები 7 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 26 ივლისი, 2025.

გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე