Робота для біженців з України
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის (ქართულენოვანი) ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

ძირითადი მოვალეობები:

** საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით და პროგრამის აქტუალობის მიზნით, უხელმძღვანელოს პროგრამის შემუშავების, განვითარებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს;
** უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის ხელმძღვანელობა;
** კოორდინაცია გაუწიოს საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის წევრების მუშაობას;
საგანმანათლებლო პროგრამის განმახორცილებელ პერსონალთან კოორდინაციის ფარგლებში უზრუნველყოს პროგრამის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მოზიდვა;
** გაუწიოს კოორდინაცია არსებული სილაბუსების გადახედვას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირებთან კოორდინაციით, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური დეტალების დახვეწას ან შეცვლას;
** გაუწიოს კოორდინაცია სასწავლო მასალების და რიდერების გადახედვას და შესაბამის პირებთან კოორდინაციით, მათი სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას;
** უზრუნველყოს, საჭიროებისას, შეფასების არსებული სისტემის გადახედვა;
** შესაბამის პროგრამაზე პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, მოიძიოს პრაქტიკის ობიექტები და ხელი შეუწყოს მათთან მემორანდუმების/ხელშეკრულებების გაფორმებას;
** შესაბამის თანამდებობის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს სწავლების მეთოდოლოგიური საფუძვლის შექმნა, როგორც დოკუმენტალურ, ასევე პროგრამულ დონეზე და არსებული მეთოდოლოგიის სასწავლო კურსებში ინტეგრირება;
** შესაბამის თანამდებობის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შესაბამისი სახელმძღვანელოების შესყიდვის შესახებ, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, იზრუნოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის პოპულარიზაციაზე;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელოს სხვა უფლებამოსილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით ან მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და პროგრამის შემუშავების გამოცდილება.
** თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე