Робота для біженців з України
ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისებში საგანგაშო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონტაჟის პროცესის დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
** დაცვის სისტემების პერიოდული მონიტორინგი;
** დაცვის სისტემების მუდმივად გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ხოლო ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროული აღმოფხვრა;
** დაცვის სამსახურთან ურთიერთობა ტექნიკური კუთხით;
** სასიგნალო-სათვალთვალო სისტემების მომწოდებლების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლებისთვის დაცვის სისტემების მოხმარების შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება დაცვა-უსაფრთხოების სფეროში
** გამოცდილება ტექნიკურ სფეროში
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესული სიტუციების გამკლავების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე