დასახელება:
ლაბორატორიის ადმინისტრაციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მედკაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
პოზიციის დასახელება: ლაბორატორიის ადმინისტრაციული მენეჯერი
ანაზღაურება: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
მოვალეობები:
** ლაბორატორიული სერვისების დაგეგმვა, დანერგვა და განვითარება, კლინიკაში დადგენილი წესებისა და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;
** გასული პერიოდის ნაშთების კონტროლი და შიდა ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
** კვლევების ხარჯთეფექტურობის ყოველთვიური კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** სხვადასხვა კონტრაქტორი კლინიკებისთვის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კონტრაქტორების კმაყოფილების ხარისხის მონიტორინგში ჩართულობა;
** პაციენტთა პრეტენზიის მიღება, განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი;
** ახალი თანამშრომლების გადამზადების დაორგანიზება;
** ბიოლოგიური ნარჩენების მართვის წესების დაცვის მონიტორინგი;
** ლაბორატორიის მომსახურების ხარისხის შიდა კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი;
** ლაბორატორიაში არსებული შიდა ელექტრონული პროგრამების გამართვა;
** აპარატების ექსპლუატაცია/მოვლის მონიტორინგი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ახსნა-განმარტების მოთხოვნა აპარატზე პასუხისმგებელი პირისგან და ხარვეზის დროული აღმოფხვრა;
** განყოფილების თანამშრომლებისთვის (იმ ნაწილში, რომელიც მათ ეხებათ) ადმინისტრაციის ბრძანებების, განკარგულებების, მეთოდური რეკომენდაციების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გაცნობა;
** თანამშრომლების მიერ, დაწესებულების შინაგანაწესის მოთხოვნების და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ადმინისტრაციული პროცესის სრულყოფილი მართვა (სამუშაო გრაფიკი, დასწრების მონიტორინგი, შვებულების განრიგის მართვა და ა.შ);
** ლაბორატორიული ჟურნალების და სხვა ლაბორატორიული დოკუმენტაციის გამართული წარმოება/წარმოების მონიტორინგი დადგენილი წესით;
** კონტროლი განყოფილების მედიკამენტების, რეაგენტების, კალიბრატორების და ერთჯერადი მოხმარების საგნების ხარჯვაზე, ნაშთების სისწორეზე. განყოფილების სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარის მარაგის შექმნის უზრუნველყოფა, ზედამხედველობა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
** განყოფილების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
სხვა უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge 2025 წლის 30 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.
წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
"მედკაპიტალი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|