დასახელება:
უმცროსი საოპერაციო სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მადარტი
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 12 აგვისტო
|
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია, შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ჭრილში მიმდინარე ფასდაკლებისა და დღის შეთავაზებების პროგრამული უზრუნველყოფა;
** გაყიდვებისა და წარმოების პროცესების ანალიზი;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
** კომუნიკაცია სხვადასხვა განყოფილებასთან;
** მიტანის სერვისის დროების კონტროლი, შეცვლა და დარეგულირება;
** კურიერების რესურსის შეფასება, კონტროლი და საჭიროების განსაზღვრა;
** მიტანის სერვისის მართვა, კონტროლი და მონიტორინგი;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი (გააქტიურება/გაპასიურება) ბოლტი, ვოლტი, გლოვოს პლატფორმებსა და მადარტის ვებგვერდზე;
** ბოლტი, ვოლტი, გლოვოს პლატფორმებზე "მადარტის" პროდუქციის ხელმისაწვდომობის შემოწმება და მონიტორინგი;
** ბოლტი, ვოლტი, გლოვოს პრობლემური შეკვეთების აღრიცხვა და კომუნიკაცია შესაბამისი პლატფორმის საფორთთან.
ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** ტესტირება Excel-ში;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #145;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1600 ლარი.
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია, დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|