Робота для біженців з України
კომპანიის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპანიის დირექტორი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია “მირექსი”
გამოქვეყნდა: 12 ივლისი / ბოლო ვადა: 12 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "მირექსი" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის დირექტორის პოზიციაზე.

პოზიციის როლი:

** კომპანიის ხელმძღვანელობა;
** კომპანიის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და თანამშრომელთა შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
** კომპანიის ფინანსური აქტივობების მუდმივი კონტროლი;
** კომპანიის ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა და ბიუჯეტის კონტროლის განხორციელება;
** პროექტების მართვის ზედამხედველობა (ხარისხი, ვადები, ა.შ);
** პროექტების ბიუჯეტის მუდმივი კონტროლი;
** ხარჯების გაეფექტიანებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის შემოსავლების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** დამკვეთებთან/პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს კომპანიის საქმიანობისა და შესრულებული პროექტების ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასა და სხვადასხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობა.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო სფეროში;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის: სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის ან/და უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel, Project და CAD მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

ხელფასი: 5000 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ თქვენი CV ელფოსტის საშუალებით მისამართზე: constructionanddevelopment77@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე