Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=649617&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ქოლ-ცენტრის ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ქოლ-ცენტრის ტრენერი
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.

ჩვენ სწრაფად და მზარდ ქოლ-ცენტრში ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების ქოლ-ცენტრის ტრენერს, რომელიც შექმნის ეფექტურ გაყიდვების სტრატეგიას, ჩაატარებს ტრენინგებს, მოახდენს გუნდის მოტივირებას და მიაღწევს შედეგებს. თუ ფლობთ ქართულ და რუსულ ენებს გაქვს ლიდერული უნარები და გსურს სტაბილურ კომპანიაში მუშაობა, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი (10:00-17:00)
** ანაზღაურება: 1000 Net + ბონუსი, ჯამურად 3000 ლარამდე
** მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება call-ცენტრში (სასურველია გაყიდვებში — B2C ან B2B);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ძლიერი კომუნიკაციური და ლიდერული უნარები;
** გაყიდვების ტექნიკების ცოდნა (მათ შორის შეწინააღმდეგებაზე მუშაობა);
** CRM და Excel/Google Sheets-ის ცოდნა;
** რუსული და ქართული ენების მაღალი დონეზე ცოდნა — აუცილებელია;
** სტრესთან გამკლავების უნარი და შედეგზე ორიენტაცია

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერატორების გუნდის მართვა (10-15 ადამიანი);
** ოპერატორების დატრენინგება გამოყოფილ ჯგუფებში (საწყისი ტრენინგები)
** გაყიდვების სკრიპტების კონტროლი და გაუმჯობესება;
** ყოველდღიური შეხვედრების, ტრენინგებისა და ზარების ანალიზის ჩატარება;
** ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი (კონვერსია, გაყიდვები, ზარების რაოდენობა და სხვ.);
** CRM-სისტემასთან მუშაობა, ანგარიშგება და ანალიზი;
** გუნდის მოტივაცია და განვითარება: ახალ თანამშრომლებთან მუშაობა, მენტორობა;
** ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების დაგეგმვა, დაორგანიზება და ჩატარება.

პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** fitpass.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, (გაყიდვების ქოლ-ცენტრის ტრენერი) წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია