Робота для біженців з України
შოურუმის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის კონსულტანტი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის 126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე