Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=649547&print=yes&view=jobs
 
კვებისა და სასმელების მენეჯერი - კარდანახი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვებისა და სასმელების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ამპელო
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
სასტუმრო "ამპელო"- აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კარდანახი

ფუნქცია/მოვალეობები:

** რესტორნის მიმატანებისა და ბარმენების გუნდის მართვა და განვითარება;
** რესტორნისა და ბარის მარაგების მართვა და მონიტორინგი;
** რესტორნის სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სამზარეულოს საჭიროებიდან გამომდინარე, შესასყიდი პროდუქციის სიის შედგენა;
** შესყიდვების მართვა და მონიტორინგი;
** ბიუჯეტირება და დამტკიცებული ბიუჯეტის მონიტორინგი;
** დღის ნავაჭრის მონიტორინგი;
** თანამშრომლების შერჩევა, მართვა და ტრენინგების ორგანიზება;
** შეფ-მზარეულთან ერთად მენიუს კალკულაციების შედგენა და პროგრამული უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მოწოდების უწყვეტობისა და ხარისხიანობის უზრუნველყოფა;
** ღონისძიებების მართვა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით თანამშრომლების მოძიება;
** სხვადასხვა არასტანდარტული ღონისძიებებისთვის პროდუქციის მომარაგება და მონიტორინგი;
** Housekeeping და Front office დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** ყოველთვიური რეპორტინგი გაყიდვების, ხარჯებისა და ფასებთან დაკავშირებით, უშუალო ხელმძღვანელთან;
** Fina-ში მუშაობა/მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** აუცილებელია საერთაშორისო/ბრენდულ სასტუმროში F&B მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel -ის ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: კახეთი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილებიდან გამომდინარე;
** გრაფიკი: 5 დღე (2 დასვენების დღე, გარდა პარასკევი-შაბათი-კვირისა);
** ბენეფიტები: საცხოვრებელი, კვება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: Info@kardanakhi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შეფ-მზარეული".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია