Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=649485&print=yes&view=jobs
 
ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების მიმართულებით.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
** მოწყობილობების დაკავშირება სისტემურ ქსელებთან ან/და მათი გამართვა;
** მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
** ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
** ასევე EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
** სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;
** საბონუსე სისტემას შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
** სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;
** საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1400-2500₾;
** საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღურებას და ავტომობილის დაზღვევას;
** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
** პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;
** სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
** ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/sSUMCFde
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია