Робота для біженців з України
ნაწილების და საგარანტიო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნაწილების და საგარანტიო მენეჯერი
მომწოდებელი: E-Motors Georgia
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
"E-Motors Georgia" არის ჩინური ელექტრო ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებლების ერთადერთი ექსკლუზიური დისტრიბუტორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Dongfeng, Chery, Dayun, Im Saic Motors, Jetour. ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის შეძენის შემდგომ, ვთავაზობთ სრულ მომსახურებას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისს. E-Motors Georgia-სთან ერთად გეძლევათ მრავალფეროვანი არჩევანი და შესაძლებლობა, რომ აიღოთ სწორი მიმართულება მომავლისკენ.

"E-Motors Georgia"-ს გუნდში ვეძებთ ნაწილების და საგარანტიო მენეჯერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სათადარიგო ნაწილების შეკვეთების და მარაგების მართვა.
** ნაწილების მიღება, გაცემისა და აღრიცხვის პროცესების კონტროლი.
** საგარანტიო მოთხოვნების დამუშავება და კომუნიკაცია მწარმოებლის სისტემებთან.
** მომხმარებლებთან და სერვის გუნდთან კოორდინაცია ნაწილებთან და გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებში.
** საჭირო დოკუმენტაციის და ანგარიშების წარმოება.
** ხარისხიანი და დროული მომსახურების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სათადარიგო ნაწილების მართვის ან საგარანტიო პროცესებში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: Vacancy@emotors.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია - "ნაწილების და საგარანტიო მენეჯერი".

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ:

https://www.facebook.com/profile.php?id=61551642998165
https://shorturl.at/gmxQ9
https://tiktok.com/@emotors.ge
https://www.linkedin.com/company/e-motors-georgia/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე