დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფავორიტი დისტრიბუცია
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
კომპანია "ფავორიტი დისტრიბუცია" ეძებს გუნდის ახალ წევრს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია !
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში მიღებული ნედლეულის/პროდუქციის აღრიცხვა.
** საწყობის ნაშთების კონტროლი
** საწყობიდან გასული პროდუქციის აღრიცხვა
** კონტროლი საწყობში განლაგებული პროდუქციის სისწორეზე
** მარაგების კონტროლი
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების მზაობა/უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00 - 19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის ქ. N 5
ანაზღაურება: 1800 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@colorgroup.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|