Робота для біженців з України
განაცხადების მიღება: ციფრული ელჩების პროგრამა - ხობი, ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განაცხადების მიღება: ციფრული ელჩების პროგრამა
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
"გაეროს განვითარების პროგრამა" აცხადებს მიღებას ციფრული ელჩების პროგრამაზე ხობსა და ფოთში - ციფრული თანასწორობა და განვითარების შესაძლებლობა გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის ხელშეწყობით

შესაძლებლობა 16-დან 28 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტებიდან.

ციფრული ელჩების პროგრამის მეშვეობით, შეძლებთ თქვენი ციფრული უნარების გაუმჯობესებას, მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას, წვლილს შეიტანთ ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის საქმეში და სხვასაც დაეხმარებით ციფრული სამყაროს ნავიგაციაში.

პროგრამის შესახებ

ციფრული ელჩების პროგრამა ხორციელდება "გაეროს განვითარების პროგრამის" (UNDP) მიერ, დანიის მთავრობის დაფინანსებით, "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" პროექტის ფარგლებში.

ინიციატივის მიზანია:

** ახალგაზრდების ციფრული კომპეტენციების გაძლიერება
** ახალგაზრდების ჩართვა ცოდნის გავრცელებაში.
** ციფრული პლატფორმების გამოყენების ხელშეწყობა, ელექტრონული სერვისებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით სარგებლობის მხარდაჭერა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სამოქალაქო საქმიანობაში.

რას გთავაზობთ პროგრამა

ციფრულ ელჩად შერჩევის შემთხვევაში, თქვენ:

** მიიღებთ მონაწილეობას ინტერაქციულ ტრენინგებსა და სემინარებში: საზოგადოების ჩართულობის გასაძლიერებლად, შეიძენთ პრაქტიკულ უნარებს ციფრული პლატფორმების, ელექტრონული სერვისების, ინოვაციური აპლიკაციებისა და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ.
** გამოიყენებთ ახლადმიღებულ უნარებს სამოქალაქო აქტივობებში: მენტორინგისა და გამოცდილების გაზიარების გზით, შეძლებთ სათავეში ჩაუდგეთ ციფრული წიგნიერების ინიციატივებს, რომლებიც განკუთვნილია თქვენი თანატოლებისთვის, მშობლებისთვის, მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, ქალებისთვის, ხანდაზმულებისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის. დაეხმარებით სხვებს, გაუზიარებთ ცოდნას და წვლილს შეიტანთ ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრაში.
** ჩაერთვებით რეალურ პროექტებში: მონაწილეობას მიიღებთ ე.წ. citizen science (მოქალაქეთა მეცნიერების) აქტივობებში, რომლებიც გარემოსდაცვითი და სამოქალაქო მონაცემების შეგროვებას, მოქალაქეთა ჯგუფების მიერ შექმნილ ონლაინ პორტალებზე გამოქვეყნებას, ადგილობრივი ინიციატივების წარმოჩენას, მოქალაქეთა უკუკავშირის ციფრული მექანიზმების ხელშეწყობასა და ციფრულ გარდაქმნაში საზოგადოების ჩართვას ითვალისწინებს.
** თქვენი აქტიურობის საფუძველზე, გექნებათ წვდომა ექსკლუზიურ შესაძლებლობებზე: საუკეთესო შედეგების მქონე ციფრული ელჩები მიიღებენ ექსკლუზიურ შესაძლებლობებს, რომლებიც დამოკიდებული იქნება თქვენს ჩართულობაზე, ინოვაციასა და სამოქალაქო და ონლაინ პორტალთან დაკავშირებული აქტივობების შედეგებზე.

ციფრული ელჩების მიზანი:

** ციფრული წიგნიერების, ელექტრონული სერვისებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლება
** ხობსა და ფოთში ციფრული ინსტრუმენტებისა და მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმების გამოყენების გაზრდა
** სამოქალაქო გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ციფრული ჩართულობის ინიციატივების მხარდაჭერა
** ხობსა და ფოთში ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა

თქვენი წარმატება შეფასდება ოთხი კრიტერიუმით:

1. საზოგადოებასთან ურთიერთობა — მხარდაჭერილი ადამიანების რაოდენობა და მრავალფეროვნება
2. ინიციატივა და კრეატიულობა — როგორ გამოიყენება ციფრული ინსტრუმენტები საზოგადოების გამოწვევების გადასაჭრელად
3. შეტანილი წვლილი — ონლაინ პორტალისა და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაში შეტანილი წვლილი
4. თანამშრომლობა და ლიდერობა — ჩართულობა გუნდურ და საზოგადოებრივ ინიციატივებში

თქვენს მიერ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ციფრული ელჩები შემდეგი შესაძლებლობებიდან ერთ-ერთს მიიღებენ:

ვაუჩერები ონლაინ კურსის ან პრემიუმ ანგარიშის შესაძენად თქვენს მიერ არჩეულ ციფრულ პლატფორმაზე, ან ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირება ციფრულ/IT სექტორში მომუშავე წამყვან ქართულ ორგანიზაციაში, რომელიც პრაქტიკულ გამოცდილებას და კარიერულ განვითარებას შემოგთავაზებთ.

პროგრამის ფარგლებში და მისი დასრულების შემდეგ, თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთოთ UNDP-ის პროექტის მიერ 2027 წლამდე დაგეგმილ ადგილობრივ ციფრულ და სამოქალაქო ინიციატივებში.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც:

** არიან 16-28 წლის და ცხოვრობენ ხობსა ან ფოთში
** სურთ გაიუმჯობესონ ციფრული უნარები და წვლილი შეიტანონ ადგილობრივ დონეზე ცვლილებების მიღწევაში
** აქვთ გამოცდილება ან ინტერესი ისეთი ციფრული თემების მიმართ, როგორიცაა ელექტრონული სერვისები, აპლიკაციები, ციფრული წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვა.
** აქვთ იდეები, თუ როგორ დაეხმარონ სხვებს ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვასა და გამოყენებაში.
** აქვთ სურვილი ციფრული საშუალებებით ხელი შეუწყონ სამოქალაქო ინიციატივებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა გარემოსდაცვითი მონიტორინგი, მონაცემების გაზიარება და სამოქალაქო ჩართულობა.

როგორ შემოვიტანოთ განაცხადი 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 28 ივლისი

განაცხადი შეავსეთ ამ ბმულზე

მონაწილეობა უფასოა. UNDP დაფარავს ტრენინგის, მასალებისა, მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს.

განაცხადის შემოსატანად, შეავსეთ განაცხადის ფორმა და გაგვიზიარეთ:

** რატომ გსურთ მონაწილეობა — თქვენი პირადი ან პროფესიული მოტივაცია.
** თქვენი გამოცდილება ან ინტერესი ციფრული თემების მიმართ.
** ვის დაუჭერდით მხარს თქვენს საზოგადოებაში — მიუთითეთ სამიზნე ჯგუფი (მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფი, პროფესია, სექტორი) და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი.

საკონტაქტო ინფორმაცია: თეონა ტურაშვილი, სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორი, UNDP, teona.turashvili@undp.org

გახდი ციფრული ცვლილებების მამოძრავებელი შენს თემში! მიიღე ცოდნა, განავითარე ლიდერობის უნარები და მოახდინე გავლენა ციფრულ გარდაქმნაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე