Робота для біженців з України
დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: პარაგრაფი თაბორი გოლფი და სპა
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
"პარაგრაფი თაბორი გოლფი & სპა", Autograph Collection (Marriott International) აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** სასტუმროში არსებული ნომრების და საჯარო სივრცეების დასუფთავება.
** კარგი ორგანიზაციული უნარები
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი
** ფიზიკური შრომისთვის/დატვირთვისთვის მზადყოფნა
** პიროვნული მოწესრიგებულობა
** მოცემულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** კვება, უნიფორმა, ტრანსპორტი და დაზღვევა.
** სამუშაო გრაფიკი 5/2
** სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

საჭირო უნარ-ჩვევები/განათლება

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მეილზე: hrtabori@paragraphhotels.com და ვაკანსიის დასახელება მიუთითოთ სათაურში

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: hrtabori@paragraphhotels.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე