Робота для біженців з України
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მენეჯერი
მომწოდებელი: Nexia Georgia
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.

"Nexia Georgia" აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** საბუღალტრო, ფინანსური ან/და საგადასახადო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** IFRS სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტინგის წარმოება კონტრჰაგენტი კომპანიებისათვის;
** კომპანიის მთავარი ბუღალტრების საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტორინგი ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** მთავარ ბუღალტრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი საქმიანობის მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაწყვეტილების მიღება;
** მუდმივი კომუნიკაცია კომპანიის კლიენტებთან და მათგან უკუკავშირის მიღება;
** ბუღალტრული აღრიცხვის/რეპორტინგის მიმართულების კურატორობა და ეფექტიანობაზე ზრუნვა;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება და კონსულტირება;
** საქმიანობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეპარტამენტის დირექტორისა და მიმართულების პარტნიორისათვის რეპორტინგის წარმოება.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge გთხოვთ, წერილის სათაურში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე