დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ტექნო მოლი
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
შპს "ტექნო მოლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
შპს "ტექნო მოლი" (https://technomall.ge/) წარმოადგენს ელექტრო ინსტრუმენტების საცალო ქსელს საქართველოში. ტექნო მოლი აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა: BOSCH, DEWALT, MILWAUKEE, TOPTUL, MAKITA, INGCO, COOFIX, TOTAL, LUTIAN და სხვ.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, სულაბერიძის N80/82
გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (09:00-დან 17:00 საათამდე; შაბათი - 13:00-მდე)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები (საშუალოდ 1200-1500მდე)
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა, პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
** აკურატული, დეტალებზე ორიენტირებული დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა, B კატეგორია. ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლისა და მარაგების მიწოდება შესაბამისი მომხმარებლისთვის;
** შემოსული და გაცემული მარაგების კონტროლი;
** გასაცემი შეკვეთების შეგროვებაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლისა და მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში საქონლისა და მარაგების გადაადგილებასთან, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება;
** საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: omar@technomall.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".
|
|
|
|