დასახელება:
დაცვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
დასტა რექორდს მენეჯმენტი
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში, ისანი სამგორის რაიონში (კაიროს ქ.)
"დასტა რექორდს მენეჯმენტი" (დასტა) არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.
სამუშაოს აღწერა:
** უზრუნველყოფს ოფისისა და საწყობის დაცვას კომპანიაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურის მიხედვით;
** უზრუნველყოფს ვიზიტორების აღრიცხვას და კონტროლს შენობაში გადაადგილების დროს;
** ახორციელებს ოფისის სიგნალიზაციაზე აყვანა/მოხსნას;
** კომპეტენციის ფარგლებში უკავშირდება შესაბამის სამსახურს (მაგალითად: პატრული, სახანძრო და ა.შ) დროული რეაგირებისთვის;
** უზრუნველყოფს თანამშრომლების და ვიზიტორების უსაფრთხოებას;
** საგანგებო სიტუაციის დროს პასუხისმგებელ პირს ეხმარება თანამშრომელთა ევაკუაციაში;
** ახორციელებს რეპორტინგს, დღის ბოლოს, დადგენილი წესის მიხედვით;
** ასრულებს უშუალო ხელმძღვანელისაგან მითითებულ სხვა პოზიციასთან რელევანტურ მოვალეობებს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დაცვის/უსაფრთხოების თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საშუალო განათლება;
** სასურველია საოფისე პროგრამების Microsoft Office (Word, Excel, Outlook) ცოდნა საბაზისო დონეზე;
სამუშაო საათები: სამუშაო საათების ცხრილი იქმნება თვის დასაწყისში.
მაგალითად:
** 1 აგვისტო - დღე, 12 საათი (დილის 9 დან საღამოს 9 მდე)
** 3-4 აგვისტო - ღამე, (საღამოს 9 დან 9 მდე)
** 1 სმენა მოიცავს 12 საათს.
თვეში საშუალოდ გიწევთ 12 მორიგეობა. დამატებითი მორიგეობები ანაზღაურებადია.
კომპანია გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას და მეგობრულ გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Hr@drm.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის ოპერატორი."
|
|
|
|