დასახელება:
გაყიდვების/კომერციული უძრავი ქონების გაქირავების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ემ პი დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "მპ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/კომერციული უძრავი ქონების გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე.
"მპ დეველოპმენტი" წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. ის ამჟამად დაკავებულია საქართველოს რეგიონებში და თბილისში სავაჭრო მოლების განვითარებით. კომპანიას უკვე გააჩნია 18 ობიექტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აქტიურად მუშაობს ახალი კომერციული ობიექტების განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მოიჯარეების მოძიება და დაინტერესება;
** ტელეფონითა და შეხვედრების მეშვეობით კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან;
** კომპანიის კომერციული ფართების გაქირავების პირობების წარდგენა და შეთავაზება;
** არსებული და პოტენციური მოიჯარეების საჭიროებების შეფასება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** გაქირავების პროცესის სრული ციკლის მართვა - დაწყებული კონტაქტიდან, დამთავრებული ხელშეკრულების გაფორმებით;
** მუდმივი კავშირი არსებულ მოიჯარეებთან და მათი საჭიროებების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე დარგში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2 +/ C1)
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან გაქირავების მიმართულებით (უძრავი ქონების სფერო ჩაითვლება უპირატესად).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია;
** დროის მართვისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8gCTb9r
|
|
|
|