Робота для біженців з України
F&B სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას F&B სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 5/2)

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინგლისური და ქართული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა
** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** ეფექტური, გამოხატული ლიდერობის უნარი.
** საერთაშორისო ქსელში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა)

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

** სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა.
** სასტუმროში არსებული ყველა წესის და სტანდარტის დაცვა.
** სტუმრებთან ურთიერთობა და მომსახურება ბრენდის სტანდარტის დაცვით;
** რესტორნის საოპერაციო პროცედურების სიღრმისეული ცოდნა.
** ალკოჰოლური სასმელების აღწერა-კონტროლის პროცედურების ცოდნა.
** რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო ბლანკების წარმოება
** რესტორნის ყოველდღიური ფინანსური რეპორტინგის წარმოება.
** თანამშრომელთა კოორდინირება, მოტივირება, დატრენინგება-გადამზადება
** რესტორნის პროგრამის გამართულობის უზრუნველყოფა

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება კვებისა და სასმელების განყოფილების ხელმძღვანელობის წინაშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე