Робота для біженців з України
უფროსი მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მოლარე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრალური სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და ნაშთის კონტროლი;
** რეგისტრატურებში თანხის ნაშთების კონტროლი;
** ოფიცრების ნაშთების ორგანიზება და კონტროლი;
** საბანკო ტერმინალით განხორციელებული გადახდების კონტროლი და ბანკის რეესტრთან შედარება თვის ბოლოს;
** ექიმი-რეგისტრატორების პროგრამული რეესტრების შედარება საკასო აპარატის მონაცემებთან და ნაღდი თანხის შემოსავლებთან;
** ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღება და გაფორმება სალაროში;
** თანხის დაბრუნების ან გადავალების შემთხვევაში ოპერაციის გატარება WEB MED-ში;
** პაციენტისათვის ცნობების გაცემა გადახდების დასადასტურებლად;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: უფროსი მოლარე იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24/07/2025.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე