დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფორმაქს
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
საყალიბე სისტემების მწარმოებელი კომპანია "ფორმაქს" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის (ჯენერალისტის) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 142
ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლებთან ინტერვიუების ჩატარება დენადობისა და მიმდინარე პრობლემების დასადგენად
** ორგანიზაციული სტრუქტურის გადამოწმება და განახლება
** შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მართვა, არქივირება და ვადების კონტროლი
** სამუშაო აღწერილობების შექმნა ყველა პოზიციისთვის
** HR პოლიტიკის შემუშავება (შვებულება, დისციპლინა, შეფასება, შიდა წესები)
** თანამშრომლების აღრიცხვა SELF სისტემაში, მონაცემების რეგულარული განახლება
** შვებულებების, გაცდენების, ბრძანებების და სტატუსის ცვლილებების მართვა SELF-ში
** ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემის დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** აუცილებელია HR პროგრამა SELF-ში მუშაობის გამოცდილება;
** შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი.
სახელფასო ბიუჯეტი: ხელზე ასაღები 3000-3500 ლარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|