Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=649090&print=yes&view=jobs
 
ელექტრიკოსის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსის დამხმარე
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის დამხმარეს პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: 9:00 - 18:00 (1 საათი შესვენებით)
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე
სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი, იუმაშევის 14;

სამუშაო აღწერილობა:

** ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო, სარემონტო და გაწყობითი სამუშაოების შესრულებაზე დახმარება;
** ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა, გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების წაკითხვა და მარტივი საინჟინრო გაანგარიშებების ჩატარება;

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალობა და აკურატულობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 29.07.2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია