Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Yamaha Music Georgia
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ვაკანსია - გაყიდვების კონსულტანტი
ლოკაცია: Yamaha Music Georgia (ქ.თბილისი ჟ.შარტავას ქ.#35)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების დახვედრა და თავაზიანი მომსახურება შოურუმში
** კლიენტებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო აპარატურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** თითოეული მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
** ინსტრუმენტების დემონსტრირება ადგილზე (ფუნქციონალის, ხმის, განსხვავებების ახსნა)
** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა - შეკვეთის გაფორმება
** არსებული პროდუქციის ცოდნის მუდმივი განახლება (ახალი მოდელების, აქციების, ტექნიკური დეტალების გათვალისწინებით)

მოთხოვნები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი — ქართულ ენაზე (რუსული ან ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად)
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება და თავაზიანი მომსახურების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა
** მუსიკალური ინსტრუმენტების ცოდნა ან მათთან მიმართებაში ინტერესის/მოყვარეობის არსებობა (უპირატესობა)
** საბაზისო კომპიუტერული უნარები
** გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროდუქციის შესახებ ტრეინინგს;
** ფიქსირებული ხელფასი;

კანდიდატთა შერჩევა:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტო-სურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: yamaha@imtc-music.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე