დასახელება:
მექანიზატორი
|
მომწოდებელი:
მეღვინეობა ხარება
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანიას პირად საკუთრებაშია 1700 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.
შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მექანიზატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სვირი, ეწერი (სამი ვაკანტური პოზიცია)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელზე ასაღები ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 6 თვე - 1200 ლარი, შემდგომ 1600 ლარი, ასევე გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ - მოქმედებს ანაზღაურების შემდეგი გრაფიკი - სეზონზე აქტიურ პერიოდში თებერვალი/სექტემბერი ანაზღაურება იქნება 1800 ლარი, ხოლო არა აქტიურ პერიოდში ოქტომბერი/იანვარი ანაზღაურება იქნება 1600 ლარი.
გარდა ხელფასისა, ტექნიკით შესრულებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ექვემდებარება დამატებით ანაზღაურებას კონკრეტული სამუშაოს ტარიფის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** სამუშაოების დასაწყებად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომზადება;
** საჭიროებისამებრ დამხმარე ტექნიკის (მისაბმელი, სატვირთო და ა.შ) გამართვა;
** მცირე გაუმართაობის შემთხვევაში ტექნიკის შეკეთება;
** რთვლის დროს ყურძნის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით სხვადასხვა სამუშაოების შესრულება (დაფრეზვა, კულტივაცია და ა.შ);
** ტექნიკის საწვავით დროული უზრუნველყოფა;
** საწვავის ხარჯის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** B და T კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.khvadagiani@winerykhareba.com; vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მექანიზატორი".
|
|
|
|