Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, English Home. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი;
ლოკაცია: შესაძლებელია ჰიბრიდულად ან დისტანციურად მუშაობა.

ფუნქცია-მოვალეობები

** მარკეტინგული მასალების ვიზუალების მომზადება (ციფრული არხებისთვის, ბრენდებისთვის/პარტნიორი კომპანიებისთვის, ონლაინ/ოფლაინ აქტივობებისთვის
(კონკრეტული ბრენდის გაიდლაინების გათვალისწინებით);
** მაღაზიებისთვის POS/საბანერე მასალების შექმნა/ადაპტაცია, საბეჭდი მასალების მომზადება, ბეჭდვის სტანდარტების შესაბამისად;
** ელ.კომერციისთვის ვიზუალური მასალების შექმნა/ადაპტაცია;
** პროექტების ჭრილში საჭირო ვიზუალური მასალის მომზადება (გახსნის კამპანია, მაღაზიის განახლება);
** პროექტების ჭრილში ფოტომონტაჟების შექმნა, საფასადე მასალების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დატანა;
** კორპორატიული ბრენდირებული მასალების დიზაინის შექმნა/საბეჭდი ფაილების მომზადება;
** სტამბებთან/სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა დიზაინთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtex.ge.

გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ "გრაფიკული დიზაინერი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 08 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე