დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ელისი
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
კომპანია "ელისი" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი თბილისში. აქ დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო. კომპანია დაარსდა 2009 წელს, აერთიანებს 60-ზე მეტ თანამშრომელს და გამოირჩევა ყოველწლიური მზარდი დინამიკით. ამჟამად მაღაზიას ესაჭიროება კონსულტანტები, როგორც გოგონები ასევე ბიჭები.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მუხიანი გობრონიძის ქN15ა; ასევე ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის N39.
ანაზღაურება კვირაში 6 დღე : 1300 ლარიდან (ხელზე ასაღები)
ნახევარი განაკვეთი შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
მოთხოვნები:
** სწორი და გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული.
თუ დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით აუცილებელია მობრძანდეთ გასაუბრებაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599580875.
|
|
|
|