Робота для біженців з України
ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: "CARTE NOIRE", "JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტექნიკური სპეციალისტი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავის აპარატების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** გეგმიური და არაგეგმიური საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოება;
** ყავის გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** ყავის აპარატების მარაგების შექმნა.
** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალურობა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება (პროფ.საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი);
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება პროფესიული ყავის აპარატებთან ან ელექტრო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1800 ლარიდან გამოცდილების შესაბამისად;
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00;
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურებას ემატება 150 ლ ავტომანქანის ცვეთის;
** საწვავი;
** ულიმიტო სასაუბრო;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ შემოსავალს;
** მეგობრულ გუნდს;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური სპეციალისტი" ან დაგვიკავშირდეთ: 595 404 225

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე