Робота для біженців з України
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე!

ნახევარი განაკვეთი დისტანციურად
გამოცდილება აუცილებელია მინიმუმ 2 წლიდან
ინგლისური ენის ცოდნა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: valeri@well3.eu

ანაზღაურება 1500 ლარი თვეში

ჩვენ ვეძებთ აქტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს კომპანიის ზრდასა და თანამშრომლების წარმატებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კადრების ადმინისტრირება და დოკუმენტაცია:
** შრომითი ხელშეკრულებების შემუშავება, გაფორმება და მართვა;
** თანამშრომლების დაქირავების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესის ორგანიზება.
** ვაკანსიების განთავსება სხვადასხვა პლატფორმაზე;
** თანამშრომლების მოძიება სხვადასხვა წყაროსა და პლატფორმის მეშვეობით;
** კანდიდატებთან გასაუბრება და შეფასება;

მოტივაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა:

თანამშრომლების სწავლება და განვითარება:

** კლიენტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების ტრენინგების ჩატარება;
** კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება;
** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და წესების შემუშავება.

შიდა პროცესების ორგანიზება და მართვა:

** შიდა რეგლამენტებისა და პროცესების დანერგვა;
** პრობლემური სიტუაციების სწორად გადაჭრის სწავლება.

პრობლემურ საკითხებზე მუშაობა:

** კლიენტებთან ურთიერთობის ინსტრუქციების შემუშავება;
** შიდა და გარე კონფლიქტების მართვაში დახმარება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კადრების მოძიების, გასაუბრებების ჩატარებისა და კანდიდატების შეფასების უნარები;
** სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლების ცოდნა და დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და ადამიანებთან ურთიერთობის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა

ძირითადი სამუშაო იქნება დისტანციურად თუმცა რადგანაც პროექტი არის ონის რაიონში შესაძლოა თვეში 2 ჯერ ადგილზე სოფელ ღებში მოუწიოს კადრს ჩასვლა და ადგილზე მუშაობა. (შესაძლებელია თვეში 2 ღამე დარჩეს სოფელ ღებში)

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: valeri@well3.eu და გთხოვთ, წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "HR სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე