დასახელება:
მთავარი ინჟინრის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Tbilisi Philharmonic Hotel, Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
"Tbilisi Philharmonic by Mercure", "Tbilisi Saburtalo by Mercure", "Ibis Styles Hotels team" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის ასისტენტის პოზიციაზე.
"Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure", "Ibis Styles Hotels team" იმართება "Accor Hotels"-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!
თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
** მანქანა დანადგარების, სავენტილაციო სისტემის, ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა სავალდებულოა;
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
** სასტუმროს ტექნიკური გამართულობის კონტროლი და ეფექტური მართვა;
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციების, ნაგებობების და დანადგარების გამართულობის კონტროლი;
** კომპანიის ხელმძღვანელობის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
** ტრენინგის და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და დინამიური გარემო;
** ლანჩი
იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24/07/2025
ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
|
|
|
|