დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვისტამედი
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
სამედიცინო სერვის ცენტრი "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ვაკის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ვაკე, შროშის 14.
ძირითადი ფუნქციები:
** კლინიკის მართვა;
** კლინიკის სერვისის განვითარებაზე ზრუნვა, არსებული სერვისის გაუმჯობესება და ახალი პროექტების დანერგვა, ხელმძღვანელობა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის და სხვა ფორმების წარმოების კონტროლი;
** შემოსავლის გაზრდა და ბიუჯეტის შენარჩუნება;
** სამედიცინო ხარისხის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული მმართველობითი საქმიანობის დროული წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სამედიცინო ან ბიზნესის მართვის მიმართულებით (სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტში ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესია);
პიროვნული თვისებები:
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** თანამშრომელთა მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვა
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: hrvistamedi@gmail.com. წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ვაკის ფილიალის მენეჯერი".
|
|
|
|