დასახელება:
საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Reside Development
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
Reside Development, ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი დეველოპერული კომპანია, ეძებს საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული უცხოურ ბაზრებზე მუშაობაში, უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას საერთაშორისო მომხმარებლებთან და წარუდგენს კომპანიას როგორც სანდო პარტნიორს.
მდებარეობა: ბათუმი
გყავს გამოცდილება გაყიდვებში და კომუნიკაცია გიწევს საერთაშორისო კლიენტებთან?
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** უცხოური ლიდების დამუშავება, მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა
** საერთაშორისო სააგენტოებთან, ბროკერებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება და მართვა
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და შეთავაზებების მომზადება უცხოური მომხმარებლებისთვის
** გაყიდვების პროცესის მართვა - მოთხოვნის მიღებიდან კონტრაქტის გაფორმებამდე
** საერთაშორისო გაყიდვების ანგარიშგება და ანალიზი
** საერთაშორისო გამოფენებში/ღონისძიებებში მონაწილეობა და კომპანიის წარმომადგენლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უძრავი ქონება ან მაღალი ღირებულების პროდუქტები/მომსახურება)
** საერთაშორისო გაყიდვებში ან უცხოელ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება — უპირატესობა
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი და მაღალი სერვისის სტანდარტი
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
საჭირო ენობრივი უნარები:
** ინგლისური ენა - აუცილებელია მაღალ დონეზე (B2+/C1)
** რუსული ენა - აუცილებელია საშუალო ან მაღალ დონეზე
** სხვა უცხოური ენის ფლობა (არაბული, ებრაული, გერმანული და სხვ.) ჩაითვლება უპირატესობად
ანაზღაურება და ბენეფიტები:
ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი;
ბონუსური სისტემა: ყოველი წარმატებული გარიგებიდან;
პროფესიული განვითარებისა და უცხოურ ბაზრებზე მუშაობის შესაძლებლობა;
საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობის პერსპექტივა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info.residedevelopment@gmail.com
|
|
|
|