Робота для біженців з України
გარე გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Reside Development
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
Reside Development აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ პროაქტიურ და კრეატიულ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს არასტანდარტულ სიტუაციებთან და მომხმარებლებთან, რომელთაც კომპანიის პროექტები სრულად არ აკმაყოფილებთ.

ვაკანსია: გარე გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი ფუნქციები:

** შემოსული ლიდების დეტალური ანალიზი — მომხმარებლის მოთხოვნების, ბიუჯეტის და გადახდის პირობების მიხედვით
** იმ მომხმარებლების იდენტიფიცირება, რომელთაც არ სთავაზობენ ბინებს კომპანიის მიმდინარე პროექტებიდან
** მსგავსი მომხმარებლებისთვის ალტერნატიული უძრავი ქონების ვარიანტების მოძიება (სხვა პროექტებში, მესამე მხარეებთან თანამშრომლობით)
** ბაზრის კვლევა და შეთავაზებების მომზადება კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად
** კოორდინაცია გაყიდვების გუნდთან და პროექტების მენეჯერებთან
** მომხმარებლისთვის სწორი და სასარგებლო კონსულტაციის გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ბაზრის ანალიზისა და მომხმარებლის საჭიროებების ინტერპრეტაციის უნარი
** მაღალი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
** საოფისე პროგრამების ფლობა (Excel, CRM სისტემები)

ენების ცოდნა:

** ქართული ენა - სავალდებულოა
** რუსული ენა - სასაუბრო დონეზე
** ინგლისური ენა - სასურველია

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი წარმატებულ გარიგებებზე
** კონკრეტული ბონუსური სისტემა განისაზღვრება ინდივიდუალურად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info.residedevelopment@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია: "გარე გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე