დასახელება:
გაყიდვების შემდგომი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Reside Development
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
Reside Development ეძებს ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელს აფთერ სეილს მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული, ხარ ძლიერი მედიატორი კლიენტებსა და კომპანიას შორის და შეგიძლია ერთდროულად მართო კლიენტები, პარტნიორი სააგენტოები და კომუნიკაცია მიმდინარე პროექტებზე — ეს ვაკანსია შენთვისაა!
მდებარეობა: ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობები:
გაყიდვების შემდგომი მომსახურება:
** მომხმარებელთა სრული მხარდაჭერა ბინის შეძენის შემდეგ ეტაპზე
** კლიენტების ინფორმირება გადახდებისა და ბინის ჩაბარების ვადებზე
** დოკუმენტაციის, გრაფიკებისა და შეჯერებული ვალდებულებების კონტროლი
** ჩაბარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია
პროექტების პროგრესის კომუნიკაცია:
** მიმდინარე სამშენებლო პროცესის მონიტორინგი
** ვიდეო და დოკუმენტური რეპორტების მომზადება
** მომხმარებლების ინფორმირება რეპორტების, ელფოსტისა და სოციალური არხების მეშვეობით
** თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდთან ინფორმაციის სწორი და ეფექტური მიწოდებისთვის
სააგენტოებთან ურთიერთობა:
** უძრავი ქონების სააგენტოებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
** პროექტებზე, ფასებზე და ხელმისაწვდომ ბინებზე ინფორმაციის მიწოდება
** სააგენტოების გაყიდვების კოორდინაცია და მათი კლიენტების სტატუსის კონტროლი
** ანგარიშგებების მომზადება სააგენტოებისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან უძრავი ქონების მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კლიენტებთან მუშაობაში ან პროექტის მართვაში
** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციის, ორგანიზებულობისა და დროის მართვის მაღალი უნარები
** საოფისე პროგრამების ცოდნა; სასურველია საბაზისო ცოდნა ვიდეომასალების მონტაჟში
ენების ცოდნა:
** ქართული - სრულყოფილად
** რუსული - სამუშაო დონეზე
** ინგლისური - სასურველია (B1 დონე და ზემოთ)
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი
საბონუსე სისტემა - დაფუძნებული შესრულებულ სამუშაოსა და ინდივიდუალურ შეფასებაზე
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: info.residedevelopment@gmail.com და გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "აფთერ სეილს მენეჯერი".
|
|
|
|