დასახელება:
მცხობელი
|
მომწოდებელი:
ნიკორა ტრეიდი
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 09 აგვისტო
|
სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 25 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად, გამოცდილების გარეშე.
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკით დასაქმების შესაძლებლობას;
** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან:
** ლოკაცია - წყნეთი;
** სამუშაო გრაფიკი - 07:00-16:00;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა სახეობის ცომეულის მომზადება;
** ცხობის სრული პროცესის მართვა რეცეპტების შესაბამისად;
** ინგრედიენტების ხარჯვისა და მარაგების კონტროლი;
** ტექნოლოგიური პროცესების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/sxvl6Vrb
|
|
|
|